დღეს 19 თებერვალს ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფში საქართველოს ნაკრები სერბეთს უმასპინძლებს.
სერბებმა მატჩის წინ სპორტის სასახლეში ივარჯიშეს, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
ვიცით, საქართველოში რა მისიაც გვაქვს არავითარი გათვლა არ გვაქვს, ყველა მატჩში ბოლომდე დავიხარჯებით. ჯერ საქართველოს ვხვდებით, შემდეგ შვეიცარიას. მათ უკვე ვეთამაშეთ და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. მოთამაშეებს ენთუზიაზმი და ენერგია არ აკლიათ. მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვაქვს.
მე ობიექტური ადამიანი ვარ და უნდა ვთქვა, რომ ყოველ შეკრებას ახალი შემადგენლობით
ვატარებთ. საწყენად არ ვამბობ, საშუალო დონის კალათბურთელები მყავს, ვინაიდან ევროლიგისა და NBA-ს მოთამაშეები ვერ გვეხმარებიან.შეხედეთ საქართველოს ნაკრებს, შერმადინი 10 წელია თამაშობს. ლეგიონერები იცვლებიან, მაგრამ სხვები წლების განმავლობაში ერთად ასპარეზობენ. ამ მხრივ, ჩვენთან შედარებით უპირატესობა აქვთ. ეს თავის მართლება არაა, რეალობაა. მოტივაცია პრობლემა არ იქნება, – განაცხადა იგორმა.








