ლა ლიგის მე-6 ტურში, „სევილიასთან“ 3:1 მარცხის შემდეგ „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა საკუთარი გუნდის ფიასკო შეაფასა.
„პირველ 20 წუთში სამი გოლი გავუშვით და სამივე მათგანი უხეში შეცდომით… მარცხი ბავშვურმა შეცდომებმა გამოიწვია, რაც პროფესიონალურ ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს. დღევანდელ მატჩში ამას ხშირად ვხედავდით, რასაც ასეთი ძლიერი მეტოქე არ გაპატიებს. მატჩის ბედი ფაქტობრივად 20 წუთში გადავწყვიტეთ, მართალია, სხვაობა პირველივე ტაიმში შევამცირეთ, მაგრამ გამარჯვებულის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. მეორე ნახევარში თამაშის ხარისხი შედარებით გამოვასწორეთ, მაგრამ განაჩენი უკვე გამოტანილი იყო.
ბუნებრივია, რთულია წარმატების მიღწევა, როდესაც წამყვანი მოთამაშეები გაკლია, მაგრამ ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. გუნდში სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებიც არიან და წარმატებას მათთან ერთად უნდა მივაღწიოთ. დროა ეს მატჩი დავივიწყოთ და შაბათს, ბილბაოსთან გასამართ შეხვედრაზე გადავიტანოთ ყურადღება.
პირველი გოლზე ბურთი ჩვენ ვაჩუქეთ, მეორე უყურადღებობით გავიდა, მესამე კი საერთოდ სასაცილო იყო. ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, ყველა 100%-ით უნდა დაიხარჯოს და მალე ვნახავთ „ვალენსიას“ იმ ნიშნულზე, რომელსაც იმსახურებს“, – განაცხადა ბორდალასმა.
გიორგი მამარდაშვილის გუნდი ლა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 25 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ გამართავს.





