27 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” რუსეთს დაუპირისპირდება და მორიგ გამარჯვებას შეეცდება.
მატჩის წინ რუსების სამხრეთ აფრიკელმა მთავარმა მწვრთნელმა, დიკ მიურიმ rugger.info-სთან კომენტარი გააკეთა.
„საქართველოს ნაკრები რთული მეტოქეა და მათ წინააღმდეგ გამარჯვება ყველას სურს. ამ მატჩის წინ, მშვიდად ვარ და ჩემი გუნდის პროგრესს ველოდები. უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ეს პირველ ორ შეხვედრაში გავაკეთეთ”, – განაცხადა დიკ მიურიმ.








