სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 23-წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვალ საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.
ზურაბ ჭიღლაძის დასახელებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
- 57 კგ – რამაზ თურმანიძე
- 61 კგ – თეიმურაზ ვანიშვილი
- 65 კგ – ივერიკო ჯულაყიძე
- 70 კგ – გიორგი ელბაქიძე
- 74 კგ – თემურ ბერუაშვილი
- 79 კგ – გოგა მამიაური
- 86 კგ – დემურ მეგენეიშვილი
- 92 კგ – ლუკა ხუჭუა
- 97 კგ – ზურიკო ურთაშვილი
- 130 კგ – სოლომონ მანაშვილი
შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა აღნიშნულ ტურნირზე 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.





