საქართველოს ეროვნული ნაკრებს, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ესპანეთს დაუპირისპირდება, კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა.
27 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა მატჩის მასპინძელ დინამო არენაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი იყო ჩართული.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს ჯიმი ტაბიძე გამოაკლდა. 24 წლის ცენტრალური მცველი ნაკრებს მომდევნო ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 28 მარტს თბილისის დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრას, COVID-19-ის პანდემიიდან გამოწვეული პაუზის შემდეგ ქართველი გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება. ეროვნულ გუნდს სტადიონიდან 15 500 ადამიანი უქომაგებს.








