უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი 5-7 ნოემბერს ჩატარდება, აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს.
ქართველ ძიუდოისტთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:
-66კგ – გიორგი თუთაშვილი,
-73კგ – ალეკო მამიაშვილი,
-81კგ – ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი,
-90კგ – ნიკა ხარაზიშვილი,
-100კგ – ილია სულამანიძე, გიორგი ჩიქოვანი,
+100კგ – გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი,
-48კგ – ნატალია ყიფშიძე,
-57კგ – ეთერ ლიპარტელიანი,
-70კგ – ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია,
+78კგ – სოფიო სომხიშვილი.
წინასწარი შეხვედრები 5 ნოემბერს 13:00-დან დაიწყება ფინალური ბლოკი კი 20:00-ზე შედგება. 6 ნოემბერს წინასწარი შეხვედრები 14:00-ზე, ფინალური ბლოკი კი 19:00-ზე დაიწყება. დასკვნით დღეს წინასწარი შეხვედრები სტარტს 14:00-ზე აიღებს, ფინალური ბლოკი კი 17:30-ზე შედგება.
პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით გიორგი თუთაშვილი (66 კგ), ალეკო მამიაშვილი (73 კგ) ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ვლადიმირ ახალკაცი (81 კგ) ნატალია ყიფშიძე (48 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) იასპარეზებენ.







