სამეფო სპორტის მოყვარულთ ეცოდინება, რომ წლეულს საჩოგბურთო კალენდარში ახალი გუნდური ტურნირი ATP-ის თასი განჩნდა, რომელმაც პოპულარუბა უმალ მოიპოვა. სასიხარულო იყო, რომ ავსტრალიაში გამართულ ამ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა და ჯგუფში ურუგვაის ნაკრების დამარცხებაც შეძლო. ჩემპიონი კი ნოვაკ ჯოკოვიჩის სერბეთი გახდა.
პანდემიის გამო იყო საშიშროება, რომ 2021 წლის შეჯიბრი ჩაშლილიყო, თუმცა საბედნიეროდ ასე არ მოხდება და ATP-ის თასის მეორე გათამაშება 1-5 თებერვალს მელბურნში ჩატარდება, თუმცა პირველისგან განსხვავებით ფორმატში სერიოზული ცვლილებებია.
ტურნირის ორგანიზატორებმა გუნდების რაოდენობა შეკვეცეს და ნაცვლად 24-ისა 12 ნაკრები ითამაშებს. ავსტრალიის ნაკრები მასპინძლის სტატუსით იქნება დაშვებული, დანარჩენი 11 გუნდი კი ჩოგბურთელთა რეიტინგის მიხედვით გამოვლინდება.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ამჯერად ამ პრესტიჟულ ტურნირში ვეღარ ითამაშებს, რადგან ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში საგრძნობლად დაქვეითდა და ამჟამად მე-40 პოზიციაზეა, რაც საშუალებას არ იძლევა ჩვენი გუნდი შეჯიბრზე მოხვდეს.








