საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური Facebook-გვერდის ცნობით, ნაკრებს დღეიდან ლაშა გუჯეჯიანი გაწვრთნის.
გუჯეჯიანი აქამდე ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელი და კლუბ „გამოწვევა 2020-ის“ მწვრთნელი იყო.








