პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 8:0 გაანადგურა.
ჯვაროსნები ჯგუფურ ეტაპზე D ჯგუფში ასპარეზობდნენ, სადაც მეტოქეები თურქეთი და იტალია იყვნენ. სამწუხაროდ, ევროპის მოქმედ ჩემპიონ თურქეთთან ქართველები 0:10 დამარცხდნენ, იტალიასთან კი შეხვედრა 0:2 დათმეს.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 18 სექტემბერს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, წარმატების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს, მარცხის შემთხვევაში კი ჯვაროსნები 11-12 ადგიელბისთვის იბრძოლებენ.




