საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, 28 აგვისტოს 10-დღიან საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ახალგაზრდული ნაკრები 7 სექტემბერს, ბუქარესტში რუმინეთის 21-წლამდე ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913)
მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა), ზურაბ ჭავჭანიძე (რუსთავი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო).
ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოსწირაფიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).
თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი), გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), შოთა შეყილაძე (თელავი).
რამაზ სვანაძის გუნდი, რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ბუქარესტის ქალაქ ვოლუნტარის ანგელ იორდანესკუს სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:00 საათზე დაუპირისპირდება.





