თბილისში მიმდინარეობს ფიბას ევროჩელენჯის ტურნირი 20-წლამდელ კალათბურთელთა შორის. საქართველოს ნაკრები, რომელსაც მილოშ გლიგორიევიჩი ხელმძღვანელობს, B ჯგუფში ასპარეზობს. პირველ ტურში საფრანგეთის ნაკრებთან 21-ქულიანი მარცხის შემდეგ, საქართველომ გაიმარჯვა. თურქეთთან დაპირისპირება გაცილებით დაძაბული გამოდგა – 77:69.
გუნდში საუკეთესო 20 წლის ცენტრი ლაშა მიქელაძე იყო. მან გუნდს 22 ქულა მოუტანა.ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზე 16 ქულა და 4 მოხსნაა. 8 ქულით და 5 პასით დაეხმარა გუნდს ირაკლი სულხანიშვილი. ვლადიმერ თავაქარაშვილმა, რომელიც წინა მატჩში გამორჩეული იყო, ამჯერად, მხოლოდ 6 ქულა მოუტანა გუნდს. 9 ქულა და 3 მოხსნაა ანზორ ნადირაძის ანგარიშზე. 8-8 ქულა ჩააგდეს სათადარიგოებნა, რომან ჭინჭარაულმა და ზურაბ ვაშაკიძემ.
22 ივლისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება, რომელმაც 1 მატჩი მოიგო, 1 კი დათმო. ამ ჯგუფში ასევე თამაშობენ ბულგარეთისა და პოლონეთის ნაკრებები.





