თბილისში ფიბა-ს ევროჩელენჯერი გრძელდება, სადაც საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობს. სამწუხაროდ, საქართველოს 20-წლამდე ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა.
მილოშ გლიგორიევიჩის გუნდმა მეოთხე ტურის მატჩი 12 ქულით წააგო 72:84. ქართველთა მხრიდან ყველაზე მეტი ქულა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა ჩააგდო 19. მეორე შედეგი ნაკრებში ანზორ ნადირაძეს ჰქონდა, რომელმაც 17 ქულა დააგროვა.
საქართველოს 20-წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩს 25 ივლისს გამართავს. გლიგორიევიჩის გუნდი პოლონეთის ნაკრებს შეხვდება.





