ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ნორვეგია 1:0 დაამარცხა. ვასილ მაისურაძის გუნდმა ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ელიტ-რაუნდში იასპარეზებს.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. 26-ე წუთზე “საბურთალოს” ნახევარმცველმა, გიზო მამაგეიშვილმა პირდაპირ კუთხურიდან მოახერხა ანგარიშის გახსნა. 35-ე წუთზე უკვე ნორვეგიელებს მიეცათ თერთმეტმეტრიანიდან გატანის შანსი. ბრაიან ფიაბემას დარტყმული, ბათუმის “დინამოს” მესამე მეკარემ ლუკა ხარატიშვილმა მოიგერია.მეორე ნახევარში, მიუხედავად ბევრი მცდელობებისა, ნორვეგიელებმა ვერ გაიტანეს და ჯგუფში მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდნენ.






