საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ბაქოში შეკრებას გადის და ამხანაგურ მატჩებს გეგმავს.
ჩვენმა გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა მასპინძელი აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და გაიმარჯვა. დაპირისპირებაში 5 გოლი გავიდა და ჩვენთვის სასარგებლოდ, ანგარიშით 2-3 დასრულდა.
პირველი ტაიმის მიწურულს გოლები გიორგი კვერნაძემ და გეგი გეგუჩაძემ გაიტანეს და ჩვენები 2 ბურთით წინ გავიდნენ. მეორე ტაიმის 59-ე წუთზე კი, გიზო მამაგეიშვილმა აიღო აზერბაიჯანელთა კარი, რაც საბოლოოდ გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა, ვინაიდან ჩვენმა მეტოქეებმა 2 ბურთზე მეტის გაქვითვა ვეღარ მოახერხეს.



