საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ბეი ჰა-ნივხაროტის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელი დაამარცხა. უმცროსმა ჯვაროსნებმა მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 2:3 აჯობეს.
შეხვედრის დასაწყისშივე, ლუკა წულუკიძემ სტუმრები დააწინაურა. სანი გეოსის და არიელ ლუგასის გოლებით მასპინძლებმა უპიარატესობა მოიპოვეს, თუმცა წულუკიძემ კიდევ ორი გოლი გაიტანა და ვასილ მასიურაძეს გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ისრაელის ნაკრებთან მორიგ ამხანაგურ შეხვედრას, 13 თებერვალს ჩაატარებს.








