საქართველოს 19-წლამდე ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე მასპინძელ პორტუგალიასთან მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა.
ქართველმა ფეხბურთელებმა გოლი მატჩის დასაწყისშივე მე-10 წუთზე გაუშვეს და სამწუხაროდ შეხვედრის შემოტრიალება ვერ მოახერხეს.
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი ნაკრები აღნიშნულ საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მოსამზადებელ ეტაპს გადის.
ჯვაროსნები მომდევნო შეხვედრას 13 ნოემბერს დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.








