საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 10 ნოემბერს პორტუგალიაში გაემგზავრება და საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
19 წლამდელები სამთა ტურნირზე დანიის და პორტუგალიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. მატჩები 11-დან 14 ნოემბრამდე პორტუგალიის ქალაქ პორტუში ჩატარდება. თამაშების განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ნორვეგიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გავიდნენ და ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვეს, სადაც გაზაფხულზე ითამაშებენ.
ცნობისთვის, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი სლოვაკეთში 18 ივნისიდან 1 ივლისამდე გაიმართება.





