საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა ესტონეთის წინააღმდეგ.
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ჯვაროსნები მთელი მატჩის განმავლობაში სრულ უპირატესობას ფლობდნენ. ანგარიში მატჩის 38-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა გახსნა. შეხვედრის 53-ე წუთზე კი ჯადული იობაშვილმა ანგარიში 2-მდე გაზარდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ მეორე ამხანაგური შეხვედრა ნაკრებებს შორის 7 სექტემბერს გაიმართება.





