ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩს შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრის დაწყებამდე 24 საათით შვედეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ვიქტორ ლინდელოფმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„საქართველოს ნაკრებს კარგი ნაკრები ჰყავს, რომელიც სწრაფ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვართ და ამ შეხვედრის წინ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები“, – განაცხადა ლინდელოფმა.





