ყაზანში მიმდინარე ძიუდოს საერთაშორისო გრან სლემზე ქართველებმა გამოსვლა დაასრულეს.
მესამე დღეს, ნაკრების მედლების რაოდენომა ლუკა მაისურაძემ -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა.
სამწუხაროდ იგივე შედეგი -100 კგ-ში ონისე სანებლიძემ ვერ გაიმეორა და რუს მეტოქესთან დამარცხდა.
სანებლიძემ B ჯგუფის პირველ რაუნდში ქუვეითელი აბდულა ტალები იპონით დაამარცხა. მერვედფინალში კი უზბეკ მუხამადკარიმ ხურამოვს ასევე იპონით სძლია და მესამე ეტაპზე ალექსანდრ კუკოლჯის დაუპირისპირდა. ონისემ სერბი ძიუდოისტიც იპონით დასცა და ნახევარფინალში გავიდა.
სამწუხაროდ, ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი ნიდერლანდელ სიმეონ კატარინასთან ვაზარით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ნიიაზ ბილალოვს შეხვდა და ვაზარით დამარცხდა.





