სანდრო მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა. მისმა სეტონ ჰოლმა Big East-ის კონფერენციის ნახევარფინალური მატჩი ჯორჯთაუნთან 58:66 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
We left it all out on the floor, Pirates Fans. Thanks to the BIG EAST for putting on a great & safe tournament so that our guys can compete. #HALLin 🔵⚪️ pic.twitter.com/QbTgjKnJwK
— Seton Hall Men's Basketball (@SetonHallMBB) March 13, 2021
დიდი ალბათობით, სეტონ ჰოლს NCAA-ის ფინალურ ტურნირზე, რომელშიც 32 კონფერენციის გამარჯვებული და პლუს რეიტინგში მოწინავე – ჯამში 64 გუნდი იასპარეზებს და „მარტის საგიჟეთის“ სახელითაა ცნობილი არ მიიწვევენ.
🏹 @Mamukelashvili5 lets one fly for @SetonHallMBB! pic.twitter.com/LFKTvl6hEp
— FOX College Hoops (@CBBonFOX) March 12, 2021
როგორც ცნობილი იყო, „მარტის სიგიჟეში” მოსახვედრად საკმარისი სარეიტინგო ქულები რომ მოეგროვებინა, სეტონ ჰოლს ფინალში გასვლაც ჰყოფნიდა, თუმცა გუნდმა ეს ვერ მოახერხა.
JARED 🔥🔥🔥 He's got 17#HALLin pic.twitter.com/0kAkFZWqEj
— Seton Hall Men's Basketball (@SetonHallMBB) March 13, 2021
მიმდინარე სეზონში მესამედ მოხდა, რომ სანდრო მამუკელაშვილმა 10-ქულიან ზღვარს ვერ მიაღწია. მან შეხვედრა 8 ქულით, 10 მოხსნით და 5 პასით დაასრულა. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
Big East-ის ფინალში გავიდა და სატიტულო მატჩში ჯორჯთაუნი კრეიტონს დაუპირისპირდება, რომელშიც საქართველოს ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი ირიცხება, თუმცა ტრავმის გამო მას მიმდინარე სეზონში არ უთამაშია.
რატიმ ჯვარედინი მყესები სეზონის წინ გაიწყვიტა, რის გამოც ოპერაცია გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის.








