სეტონ ჰოლის ქართველი ლიდერი სანდრო მამუკელაშივილი NCAA-ში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს. ახალგაზრდა ქართველი Karl Malone Award-ზეა წარდგენილი, ამ ტიტულს კოლეჯების ლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდს ანიჭებენ.
#MaloneAward (Top PF) Watch List from @Hoophall!
Aamir Simms
Matthew Hurt
Drew Timme
Trayce Jackson-Davis
Trendon Watford
Tre Mitchell
Sandro Mamukelashvili
Oscar da Silva
Greg Brown
Jeremiah Robinson-Earl pic.twitter.com/xyAnD90Qlq— NCAA March Madness (@marchmadness) January 28, 2021
ტოპ 10 კანდიდატში სანდროს გარდა წარდგენილნი არიან: ამირ სმითი, მეტიუ ჰერტი, დრუ ტიმი, ტრეის ჯეკსონ-დევისი, ტრენდონ უოტფორდი, ტრე მიტჩელი, ოსკარ და სილვა, გრეგ ბრაუნი და ჯერემია რობსონ-ირლი.
მელოუნის პრიზი პირველად 2015 წელს დაწესდა და მისი პირველი გამარჯვებული მონტრეზ ჰერელი (ლუივილი) გახდა, 2016-ში ჟორჟ ნიანგი (აიოვა), 2017-ში ჯონათან მოტლი (ბეილორი), 2018-ში დეანდრე ეიტონი (არიზონა), 2019-ში ზაიონ უილიამსონი (დიუკი), ხოლო 2020-ში ობი ტოპენი (დეიტონი).
რაც შეეხება სანდროს, ის მიმდინარე სეზონში 17.9 ქულას, 6.9 მოხსნას და 3.3 შედეგიან გადაცემას აგროვებს.








