სეტონ ჰოლის 21 წლის ქართვეი ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი BIG EAST-ის კვირის მოთამაშედ დასახელდა!
MAMUUUUUUUU 💪@Mamukelashvili5#HALLin 🔵⚪️ pic.twitter.com/YWNWxJzFPZ
— Seton Hall Men's Basketball (@SetonHallMBB) February 8, 2021
სასიამოვნოა, რომ სანდრო უდავოდ ბრწყინვალე სეზონს ატარებს და ეს წოდება უკვე მეორედ მოიპოვა.
Big week for the point forward » @Mamukelashvili5 💪#HALLin 🔵⚪ pic.twitter.com/GnPdmwczFS
— Seton Hall Men's Basketball (@SetonHallMBB) February 8, 2021
მან ამ კვირაში საშუალოდ 21.0 ქულა, 7.0 მოხსნა, 2.5 შედეგიანი გადაცემა და 1.5 ჩაჭრა დააგროვა, სეტონ ჰოლმა კი ორივე პროვიდენსთან და კონექტიკუტთან სტუმრად მოიგო.
.@Mamukelashvili5 ✍️ #HALLin 🔵⚪️ pic.twitter.com/8KSaBolLqt
— Seton Hall Men's Basketball (@SetonHallMBB) February 7, 2021
როგორც ცოტა ხნის წინ ვწერდით, მამუკელაშვილი BIG EAST-ის წლის მოთამაშეობისა და Karl Malone Award-ის ნომინაციებზეა წარდგენილი და მათი მოგების ურიგო შანსი ნამდვილად არ აქვს.








