29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მომავალ კვირას სან დიეგოს საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება, რომლის საპრიზო ფონდიც 661 800 დოლარია.
პირველ რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე მე-9 ნომრად განთესილი იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება, რომელსაც საქართველოს პირველი ჩოგანი 2-ჯერ შეხვედრია და თანაბარი ბალანსი აქვს.
თუ ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი ეტაპი გადალახა, მერვედფინალში ამერიკელებს სებასტიან კორდასა და ტომი პოლს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში ბასილაშვილმა მეცის ტურნირის მეოთხედფინალში გაელ მონფილსთან წააგო.





