28 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა სამუელ უმტიტიმ კატალონიის “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ფრანგმა ფეხბურთელმა ესპანურ გუნდთან ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
28 წლის მცველმა ხელფასიც საგრძნობლად დაიკლო, ამ ფაქტით უმტიტი თავის თანაგუნდელ ფერან ტორესს გუნდში დარეგისტრირებაში დაეხმარა. გარდა ამისა, სამუელმა კატალონიურ გუნდს დიდი ფინანსური მოგებაც მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ უმტიტი კატალონიურ გუნდს 2016 წელს „ლიონიდან” შეუერთდა. ფრანგმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად 2-ჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის თასი და 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
Barcelona announce they have renewed Samuel Umtiti’s contract until 2026 with the defender agreeing to reduce his overall salary.
It means Ferran Torres can now be registered 🤝 pic.twitter.com/kki9bd0t0j
— B/R Football (@brfootball) January 10, 2022





