მერაბ ჟორდანია რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეხბურთს ისევ უბრუნდება არახალი ამბავია. სსფ-ს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც შემდეგ წლების მანძილზე ნიდერლანდური არნემის „ვიტესის“ პრეზიდენტი იყო, საქმიანობას ავსტრიაში გააგრძელებს. ის ვენის „აუსტრიას“ ინვესტორი გახდა.
ავსტრიული გუნდის მთავარი მწვრთნელი პეტერ შტიოგერი, რომელიც სხვათა შორის ადრე დორტმუნდის „ბორუსიასაც“ კი თავკაცობდა კლუბში ქართველი საფეხბურთო ფუნქციონერის მისვლით კმაყოფილია. ავსტრიულ მედიასთან საუბარში შტიოგერი აღნიშნავს, რომ ჟორდანიას მოსვლით გუნდში ახალი ცხოვრება იწყება და წარმატებების იმედიც აქვს.
„მერაბ ჟორდანიას ნიდერლანდებში მუშაობის პერიოდიდან კარგად ვიცნობ. მან ვიტესისთვის ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა და იმედი მაქვს, რომ იგივე იქნება ჩვენთანაც. ის კარგი ადამიანი და რაც მთავარია საქმის ნამდვილი პროფესიონალია. გერმანიაშიც ხანდახან ვნახულობდი, მაგრამ სისტემატიური ურთიერთობა არ მქონია.
ჩვენ უკვე შევხვდით, ვისაუბრეთ და სამომავლო გეგმები დავსახეთ. მჯერა ყველაფერი გამოგვივა და არაერთ წარმატებას მივაღწევთ. ის საფეხბურთო საქმეებში კარგად ერკვევა და გვერდით სხვა მცოდნე ადამიანებსაც ამოვიყენებთ“ – აღნიშნავს ვენის „აუსტრიას“ თავკაცი.




