ეროვნული ლიგის პლეი-აუტის პირველ მატჩში, „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე, საჩხერის ჩიხურამ წყალტუბოს სამგურალი მიიღო (ნომინალურად) და 0-2 დამარცხდა.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ბოლოსკენ უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა საჩხერელები „გატეხეს“.
განმეორებითი შეხვედრა 18 დეკემბერს წყალტუბოში გაიმართება და მის აშკარა ფავორიტად მასპინძლები ჩაითვლებიან
თბილისი. “მიხეილ მესხი 2”
საჩხერის ჩიხურა 0 – 2 წყალტუბო სამგურალი
გოლები: 0:1 ბურჯანაძე (77), 0:2 კუხიანიძე (81)
ჩიხურა (4-1-4-1): ბეგაშვილი (ზარქუა 75), მაჩაიძე, კამლაძე, კაშია (კ), ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, ბასტრონი, გვაზავა, კახაბრიშვილი, წიქარიძე (ბერეზოვი 60), ბუხაიძე (მუჯირი 67)
მწვრთნელი: ვახტანგ თურმანიძე
სამგურალი (4-3-1-2): მეშველიანი, პატარკაციშვილი, ქურდაძე, ბურჯანაძე, ტურე, გაზდელიანი, ფონიავა, ჩიხლაძე (ახვლედიანი 80), კიკაბიძე (კ) (ბანძელაძე 67), რაზმაძე, კუხიანიძე (რაჟამაშვილი 84)




