პრემიერლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება ლონდონში გაიმართა, სადაც „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე „ლივერპულს“ ვერაფერი მოუხერხა და დიდი ანგარიში 0:3 წააგო.
მერსისაიდელთაგან ორი გოლი ჟოტამ გაიტანა, ხოლო „მეთოფეთა“ რბევას წერტილი მოჰამედ სალაჰმა დაუსვა.
აღნიშნული გოლი ეგვიპტელი ფორვარდისთვის გამორჩეული გამოდგა. 29 წლის სალაჰს „ლივერპულის“ შემადგენლობაში 50 გასვლით მატჩში გატანილი გოლი დაუგროვდა.
„ფარაონმა“ ეს ყველაფერი 93 ჩატარებულ მატჩში მოახერხა და მაიკლ ოუენის შედეგი გააუმჯობესა.





