თბილისის “საბურთალოსა” და “ვალენსიას” შორის 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
აღნიშნული პროექტი მრავალმხრივი იქნება. “ვალენსიას” “საბურთალოში” წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც უშუალოდ უხელმძღვანელებს პროცესებს. ამავდროულად, კლუბებს შორის მოხდება გაცვლითი პროგრამა, ცოდნას გაიღრმავებენ მწვრთნელები, ნიჭიერი ბავშვები გაემგზავრებიან სტაჟირებაზე, ასაკობრივი გუნდები ითამაშებენ საერთაშორისო ტურნირებში, კლუბისა და აკადემიის ხელმძღვანელებს შორის იქნება მუდმივი კომუნიკაცია.
აღნიშნული თემის შესახებ ტარიელ ხეჩიკაშვილმა “საბურთალოს” პრესსამსახურთან ვრცელი კომენტარი გააკეთა.
“საბურთალოსთვის” ტრადიციად ჩამოყალიბდა ესპანურ კლუბებთან თანამშრომლობა. გარდა ამისა, კლუბში მუშაობდნენ ესპანელი მწვრთნელები, მენეჯერები და ფეხბურთელები.
“ვალენსია” დიდი ტრადიციების მქონე, ძალიან ძლიერი და წარმატებული კლუბია. გადამწყვეტი ფაქტორი, მათი საქმისადმი მიდგომა და პროფესიონალიზმი აღმოჩნდა. დიდი ყურადღება მიექცევა აკადემიას, მოხდება გაცვლითი პროგრამა, ცოდნას გაიღრმავებენ მწვრთნელები, სტაჟირებაზე გაემგზავრებიან ნიჭიერი ფეხბურთელები, იქნება მუდმივი კომუნიკაცია აკადემიისა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 3 წლიანია, მჯერა თანამშრომლობა უფრო ხანგძლივი იქნება.
სასიამოვნოა, რომ “საბურთალოსა” და “ვალენსიას” ხედვები ერთმანეთს დაემთხვა. ძალიან კარგი დახვედრა მოგვიწყეს, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა ორივე კლუბისთვის ნაყოფიერი და წარმატებული იქნება”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.





