ეროვნული ლიგის 26-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში, თბილისის “საბურთალომ” შინ ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. შეხვედრის მე-10 წუთზე იური ტაბატაძემ მასპინძლები პენალტით დააწინაურა.
მატჩის 84-ე წუთზე აკაკი შულაიამ სხვაობა 2-მდე გაზარდა. ქობულეთურმა გუნდმა მატჩის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლა, შეხვედრის 93-ე წუთზე ლევან ინგოროყვამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
26 ტურის შემდეგ, “საბურთალო” ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილს იკავებს, გიორგი შანშიაშვილის გუნდი კი მე-9 ადგილზე იმყოფება.
ხვიჩა შუბითიძის გუნდი მომდევნო ტურში “სამტრედიას” ესტუმრება, ქობულეთის “შუქურა” კი შინ “თელავს” მიიღებს.





