თბილისის “საბურთალოს” ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ინფორმაციით, გუნდი ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა. ვიქტორ მუდრაკი, ოგაგა ოდუკო, გიორგი ერისთავი და აკაკი შულაია მომავალ სეზონში თბილისური კლუბის მაისურით აღარ იასპარეზებენ.
თუ სად გააგრძელებენ ეს ფეხბურთელები კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.
“საბურთალომ” ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 57 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა. მათ ასევე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოიგეს და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვეს.





