ტოკიო 2020-ზე მოერე გამარჯვება მოიპოვა ლაშა ბექაურმა.
ქართველი ძიუდოისტი მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენელს, ლი კოჩმანს შეხვდა და უმძიმეს ბრძოლაში გაიმარჯვა. შეხვედრაში თავდაპირველად კოჩმანი ვაზარით დაწინაურდა, თუმცა ბექაურმა კონცეტრაცია არ დაკარგა და 35 წამში მეტოქეს ასევე ვაზარით უპასუხა. მალევე ქართველმა ძიუდოისტმა კოჩმანს კიდევ ერთი გდება შესთავაზა და საბოლოოდ, სუფთა გამარჯვება ჩაიწერა.
შედეგად, ბექაური მეოთხედფინალში იჭიდავებს, მეტოქე კი უზბეკი დავლატ ბობონოვი იქნება.





