17-19 თებერვალს ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას 15 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს.
ლაშა გუჯეჯიანის დასახელებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ვაჟები:
60 კგ. – ირაკლი კუპატაძე, თემურ ნოზაძე
66 კგ. – ლაშა ნადირაძე
73 კგ. – ფრიდონ გიგანი, გიორგი ჩიხელიძე
81 კგ. – ლევან გუგავა, ვლადიმერ ახალკაცი
90 კგ. – უშანგი მარგიანი
100 კგ. – ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე
გოგონები:
52 კგ. – მარიამ ჯანაშვილი
57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი
+78 კგ. – სოფიო სომხიშვილი
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ტურნირზე 19 ქართველ ძიუდოისტს უნდა ეასპარეზა, თუმცა გიორგი თუთაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი შეჯიბრებას ჩაეხსნენ.





