მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა საბა ლობჟანიძემ „ანკარაგუჯუში“. თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი საკუთარ მოედანზე „კარაგიუმრუკს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა ერთადერთი გოლი შეხვედრის 54-ე წუთზე გაიტანეს. „ანკარაგუჯუს“ მხრიდან თავი ალპერ პოტუკმა გამოიჩინა, რომელმაც საბა ლობჟანიძის საგოლე გადაცემა გამოიყენა.
საბას გუნდი 28 ტურის შემდეგ სუპერლიგის სატუნრირო ცხრილში 26 ქულით მე-18 ადგილს იკავებს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 27-ჯერ ითამაშა, მის ანგარიშზე კი 3 გოლი და 8 ასისტია.




