თურქეთის თასის 1/16 ფინალში საქართველოს ნაკრების 27 წლის ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ “მენემენსპორის” წინააღმდეგ ასისტი შეასრულა. “ჰატაისპორმა” შინ “მენემენსპორი” მიიღო მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის 49-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ საგოლე გადაცემა შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
“ჰატაისპორის” მეტოქე 1/32 ფინალურ ეტაპზე “ანტალიასპორსა” და “გირესუნსპორს” შორის გამარჯვებული გუნდი იქნება.
შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.




