საბა ლობჟანიძემ თურქეთში მორიგი ასისტი მიითვალა. თურქეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩში “კარაგუმრუკისა” და “ჰატაისპორის” დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
შეხვედრის 30-ე წუთზე საბა ლობჟანიძის საგოლე გადაცემით ელ ქააბმა სტუმრები დააწინაურა, თუმცა თურქულმა კლუბმა ანგარიში შენარჩუნება ვერ მოახერხა და მატჩი ფრედ დასრულდა.
სასიამოვნოა, რომ საბა ლობჟანიძე დროთადრო პროგრესს განაგრძობს, 26 წლის ფეხბურთელმა თურქეთის ჩემპიონატში 9 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
”ჰატაისპორი” მომდევნო მატჩს თურქეთის პრემიერ ლიგაში შინ “ბეშიქთაშის” წინააღმდეგ გამართავს.