საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელმა საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერ ლიგაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა “კაისერისპორის” წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა.
ახალგაზრდა შემტევმა ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველად ითამაშა, საბა მოედანზე 46-ე წუთზე შემოვიდა და მალევე მატჩის 52-ე წუთზე თავის თანაგუნდელს გაატანინა.
შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძემ დაზიანება სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე ვარჯიშს დროს მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა წლევანდელ სეზონში 3 მატჩი ჩაატარა, სადაც ამავე რაოდენობის გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.







