Business Online-თან ინტერვიუში, ყაზანის „რუბინის“ პრეზიდენტმა რუსტემ საიმანოვმა საკმაოდ ბევრ საკითხზე ისაუბრა, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ხვიჩაზე გაკეთებული კომენტარია.
„ვეცდებით ზამთარში ხვიჩა კვარაცხელია და დენის მაკაროვი შევინარჩუნოთ, ისინი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან.
თუმცა ყველაფერი შემოთავაზებაზე იქნება დამოკიდებული, კლუბი შესანიშნავად მუშაობს და სასიამოვნოა, რომ ხვიჩა 19 წლის საქართველოს ნაკრების ლიდერია.“





