რუსი ტანმოვარჯიშე, ივან კულიაკი დოჰას საერთაშორისო ტურნირზე Z წარწერით გამოცხადდა, რასაც რუსი პროპაგანდისტები უკრაინაში “სპეციალური ოპერაციის” სიმბოლოდ იყენებენ – სწორედ ასო Z აწერია რუსების სამხედრო ტექნიკას.
ივან კულიაკი მისი კარიერის ბოლო საერთაშორისო ტურნირზე, ნახევარფინალში, სწორედ უკრაინელ ტანმოვარჯიშესთან, ილია კოვტუნთან დამარცხდა, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა, რუსი სპორტსმენი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია ამ დრომდე არ კრძალავდა რუსი სპორტსმენების შეჯიბრებებში მონაწილეობას, თუმცა, კულიაკის ამ ჟესტს “შოკისმომგვრელი” უწოდა და დღეიდან რუსი და ბელარუსი ტანმოვარჯიშეები ვერცერთ საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზებენ.