კატალონიის “ბარსელონას” 34 წლის ფეხბურთელმა ჟერარდ პიკემ მიუნხენის “ბაიერნთან” წაგებულ შეხვედრაზე MARCA-სთან ისაუბრა:
,,საკუთარ მოედანზე ასეთი შედეგი ცუდია. პირველ ტაიმში ვიბრძოდით, მაგრამ ბაიერნს რიკოშეტი დაეხმარა. 0:2-ის შემდეგ ყველაფერი გართულდა. შეხვედრაში 18 წლის ფეხბურთელებმა ითამაშეს, გუნდმა საკუთარი სახე აჩვენა, იბრძოლა… რაც არის, არის. ახლა ,,ბარსელონა” ასეთია. რთული წელი გველის.
,,ბაიერნი” უკეთესი იყო, მაგრამ, შესაძლებლობა გვაქვს, მათ კონკურენცია გავუწიოთ. ვნახოთ, რა მოხდება სეზონის ბოლოს. გვყავს ფატი და აგუერო, რომლებსაც ჩვენი დახმარება შეუძლიათ. ახლა ფავორიტებს შორის არ ვართ, მაგრამ ეს ნორმალურია. ფავორიტები არაერთხელ ვყოფილვართ, თუმცა ვერ მოგვიგია. გასულ წელს ვინ იტყოდა, რომ ჩემპიონი ,,ჩელსი” გახდებოდა? ფეხბურთი ძალიან იცვლება,” – განაცხადა პიკემ
ცნობისთვის, E ჯგუფში სადაც ბლაუგრანასთამ და რეკორდმაისტერთან ერთად კიევის “დინამო” და ლისაბონის “ბენფიკა” ასპარეზობენ 3 ქულით იულია ნაგელსმანის გუნდი პირველ ადგილს იკავებს, რონალდ კუმანის გუნდი კი ბოლო ადგილზეა.





