კრიშტიანო რონალდუ ცხოველების დიდი მოყვარულია. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს განსაკუთრებული ლტოლვა კატების მიმართ აქვს.
„პეპე“ – ასე ჰქვია რონალდუს ოჯახის წევრ შინაურ ცხოვრელს, რომელიც თურმე ნუ იტყვით და მძიმედ დაშავებულა. ვერ გეტყვით, კრიშტიანომ თავის კატას სახელი მადრიდის „რეალში“ და პორტუგალიის ნაკრებში ყოფილი თანაგუნდელის, პეპეს საპატივცემულოდ დაარქვა თუ არა, მაგრამ თვითმფრინავით ესპანეთში სამკურნალოდ კი გადააფრინა.
მოკლედ, პეპა ტურინში მანქანის ქვეშ შევარდნილა და მძიმე მოტეხილობები მიუღია. კატის სასწრაფოდ ესპანეთში გაგზავნა გახდა საჭირო, რადგან იტალიაში ვერ უმკურნალეს.
პოპულარული ესპანური გამოცემის Marca-ს ინფორმაციით, რონალდუმ კატა კერძო თვითმფრინავით ესპანეთში გადააფრინა და გამოჯანმრთელების შემდეგ იმავე თვითმფრინავით დაბრუნდება ტურინში.





