ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა, რომელიც მან ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩში გრანადას წინააღმდეგ (1:2) მატჩში მიიღო.
„მეჩვენება, რომ ეს რაღაც პირადია, რადგან სიტყვები „კარგად, ტიპი” შეურაცხყოფა ნამდვილად არ არის. ეს ორი მატჩით პირის დისკვალიფიკაციის მიზეზი ვერ იქნება, ალბათ კიდევ რაღაც არის”, – განაცხადა კუმანმა.
გუშინ სადისციპლინო კომიტეტმა, ბარსელონას მეორე საჩივარი კუმანის დისკვალიფიკაციის მოხსნის თაობაზე უარყო. გუნდს მის არ ყოფნაში თანაშემწე ალფრედ შროდერი ხელმძღვანელობს. კატალონიელებს მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს გასამართი, ხოლო ვალენსიასთან გასულ ტურში გუნდმა 3:2 მოიგო.
ატლეტიკოს ბარსა შაბათს, 8 მაისს, მასპინძლობს. გამარჯვების შემთხვევაში, კატალონიურ კლუბს შეუძლია ლა ლიგაში დაწინაურდეს და ჩემპიონობას ძალიან მიუახლოვდეს.





