ლა-ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ დაუგეგმავი ქულები დაკარგა. კატალონიელებმა შინ „კადისს“ უმასპინძლეს და ფრედ 1:1 ითამაშეს. რონალდ კუმანის შეგირდები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და ნაცვლა იმისა დიდი ანგარიშით მოეგოთ, მეტოქისგან გოლი ბოლო წუთებზე მიიღეს.
რა თქმა უნდა, ამან ძალზედ გააწბილა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი.
„ასეთ მატჩებში ქულების დაკარგვა არ შეიძლება. ეს აუცილებლად მოსაგები მატჩი იყო და სამწუხაროა, რომ სოლიდური უპირატესობა გავანიავეთ.
სიმართლე გითხრათ, ახლა უფრო გაწბილებული და იმედგაცრუებული ვარ, ვიდრე „პსჟ“ -სთან მატჩის შემდეგ. ლიდერმა „ატლეტიკომ“ მოულოდნელად წააგო და კარგი შანსი გვქონდა მას მივახლოვებოდით.
ფეხბურთელების დადანაშაულება არ მჩვევია ხოლმე. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ უამრავი საგოლე მომენტებიდან რაღაც ნაწილი აუცილებლად უნდა გამოიყენო, თორემ დაისჯები. ასეც დაგვემართა.“ – აღნიშნავს რონალდ კუმანი.





