მადრიდის მასტერსი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ხვალიდან უკვე კიდევ ერთი მასტერსი იღებს სტარტს. რომში სამეფო სპორტის რჩეულები შეიკრიბებიან და დიდი ბრძოლებიც გაჩაღდება.
რომის მასტერსის პირველ ნომრად შარშანდელი ჩემპიონი და რიეტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩია განთესილი, ხოლო მეორედ გრუნტის მეფე რაფაელ ნადალი.
რა თქმა უნდა, იტალიის დედაქალაქში იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელმაც მიუნხენის ტურნირის მოგების შემდეგ, მადრიდის მასტერსზე წარუმატებლად იასპარეზა და პირველ წრეში ფრანგ ბენუა პერისთან დამარცხდა.
წილისყრამ კი ისე ინება, რომ ქართველ ჩოგბურთელს რომის მასტერსის სასტარტო მატჩში მატეო ბერეტინი შეახვედრა. იტალიელი ჩოგბურთელი რომის მასტერსზე მე-9 ნომრად არის განთესილი, ხოლო მადრიდის ფინალში გავიდა და ალექსანდრე ზვერევს დაუპირისპირდება.





