ფრენკ ლამპარდის ხანა „ჩელსიში“ დასრულდა. არისტოკრატებმა, უფრო სწორად კი რომან აბრამოვიჩმა ფრენკს კარისკენ მიუთითა, თუმცა არა გვგონია ეს სიხარულით გაეკეთებინა. ლამპარდი, ფეხბურთელობის დროს ლონდონელებისთვის უბრალო ფიგურა ნამდვილად არ ყოფილა და მწვრთნელის სავარძელიც მაგიტომ ანდეს, თუმცა ამ ამპლუაში იმედები ვერ გაამართლა.
რომან აბრამოვიჩი ლამპარდის გათავისუფლებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის ყოველთვის დარჩება „ჩელსის“ ლეგენდად.
„ეს გუნდისთვის რთული გადაწყვეტილება იყო. მე ფრენკთან იდეალური ურთიერთობა მაქვს და მას ყოველთვის დიდ პატივს ვდემდი.
ის მართლაც მოწესრიგებული პიროვნებაა და საქმესაც დიდი შემართებით აკეთებდა. მიუხედავად ამისა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ მთავარი მწვრთნელი შეგვეცვალა.
პირადად ჩემი და მთლიანად გუნდის სახელით მინდა მას გაწეული სამსახურისთვის გულწრფელი მადლობა გადავუხადო და სამომავლოდ წარმატებები ვუსურვო.
ფრენკ ლამპარდი ჩელსისთვის მუდამ დარჩება ლეგენდარულ ფიგურად“ – ასე გამოეხმაურა „ჩელსის“ მფლობელი რუსი ოლიგარქი ფრენკ ლამპარდის დათხოვნას.





