ავტორიტეტული გამოცემა Sport Italia-ს ინფორმაციით, შანხაი შენხუას იტალიელი შემტევი, სტეფან ელ-შაარავი ყოფილ გუნდ რომაში დაბრუნებასთანაა ახლოს.
„ფარაონი“ იტალიის დედაქალაქში უკვე ჩაფრინდა, სადაც ტრანსფერის წინ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.
ელ შაარავი ყოფილ გუნდს დიდი ალბათობით, იჯარის წესით შეუერთდება, თუმცა მგლებს“ მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ თუ არა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ელ შაარავის შანხაურ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
რომას შემადგენლობაში სტეფანმა 139 მატჩი ჩაატარა და 40 გოლი და 26 საგოლე გადაცემა დააგროვა.





