დიადი როჯერ ფედერერი დუბაის ტურნირზე რომ აღარ იასპარეზებს ამას წინათ გამცნეთ. შვეიცარიელმა მაესტრომ, დოჰაში ნიკოლოზ ბასილაშვილთან მარცხის შემდეგ გადაწყვიტა ისევ ვარჯიშებს მიბრუნებოდა.
„რკინის როჯერი“, როგორც მას შეარქვეს თანამედროვე ჩოგბურთზე და ჯოკოვიჩ-ნადალთან პაექრობაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.
„ნოლეც და რაფაც უკვე ასაკში არიან, მაგრამ კორტზე მაინც სასწაულებს ჩადიან. ეს თითქოს წარმოუდგენელია, თუმცა ფაქტია.
ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება. ისინი სწორებას ჩემზე აკეთებენ, როგორც მე თავის დროზე პიტ სამპრასზე. მეც ხშირად ვფიქრობდი რეკორდებზე, მაგრამ როდესაც პიტის მაჩვენებელს გავუთანაბრდი, შემდეგ სხვა ფაქტორებზე გადავერთე. ახლა უპირველესად ჯანმრთელობის მდგომარეობა მაწუხებს.
რა თქმა უნდა, მსურს ჩემს მიღწევებს ვერავინ მიუახლოვდეს, მაგრამ ჯოკოვიჩიც და ნადალიც ჩოგბურთში იმიტომ მოვიდნენ, რომ ის დაამსხვრიონ. იმედი მაქვს, კარიერის ბოლოს ისინი ჩოგბურთში თავიანთი ნამოქმედარით კმაყოფილები დარჩებიან“ – ამბობს როჯერ ფედერერი.








