ტოკიოში მიმდინარე „აკი ბაშოს“ მე-9 საშეჯიბრო დღეს მესამე გამარჯვება მოიპოვა ტოჩინოშინმა. ქართველი სუმოისტის მეტოქე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიონო იყო, რომელიც ლევან გორგაძემ საფირმო იორიკირით დაამარცხა.
შედეგად, ქართველი რიკიშის ბალანსი საშემოდგომო სუპერტურნირზე 3:6-ზე გახდა.
ლევანი მომდევნო შეხვედრას ხვალ, აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტობიზარუს წინააღმდეგ გამართავს.





