ქართველი ძიუდოისტები ლისაბონში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებიან. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პროტოკოლის მიხედვით, შეჯიბრზე გასვლამდე ყველა სპორტსმენი კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას იკეთებს, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ტურნირზე მონაწილეობის უფლებას იღებენ.
ბუნებრივია, რეკომენდაცია ქართველ ძიუდოისტებზეც ვრცელდება. ერთ-ერთი სპორტსმენი, რომელმაც სავალდებულო ტესტირება ჩაიტარა მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი იყო. თუმცა, ქართველი სპორტსმენისთვის ყველაფერი ისე ვერ წავიდა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა.
ქართველმა ძიუდოისტმა, ბექა ღვინიაშვილმა გურამ თუშიშვილის მონაწილეობით სახალისო ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს როგორ უღებს ეპიდემიოლოგი გურამს ტესტს, რაც ქართველ სპორტსმენს უხერხულობას უქმნის.




