შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას ომი ოფიციალურად ჩვენი დროით გამთენიისას, 07:00 საათიდან გამოუცხადა. მთელი დღის განმავლობაში რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავს. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია 40-მდე უკრაინელი სამხედრო, დაშავებულთა რიცხვი კი რამდენიმე ათეულს აღწევს.
ბუნებრივია, უკრაინაში მიმდინარე პროცესები მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, მათ შორის სპორტის სფეროშიც. რუსეთის მხრიდან აგრესიული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, უკრაინელ ხალხს სოლიდარობა ქართველმა სპორტსმენებმაც გამოუცხადეს.









